ლიეტუვის პრეზიდენტი: ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ

რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი, – ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ „ქრონიკის“ კითხვას, რამდენად შორს შეუძლია ევროკავშირს წასვლა ასოცირებული ტრიოს მისწრაფებებთან დაკავშირებით.

„მე მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა საქართველოს პრემიერმინისტრისთვის. მან საქართველოში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც თქვენ ბოლო 6 თვეში მიაღწიეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, საქართველოში ჩავსულიყავი და ბედნიერი ვარ საქართველოდან წამოსული კარგი ახალი ამბებით. რამდენადაც ამბიციური ხართ, იმდენად ამბიციური იქნება ევროკავშირი“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები