მამუკა ხაზარაძე: ვერ შეგვაშინებთ, გავაგრძელებთ ბრძოლას, ავაშენებთ ანაკლიასაც და სამართლიან სახელმწიფოსაც

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.

“მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა ვუთხრა, ვინც ჩვენს გვერდში დგას სამი წლის განმავლობაში და პირდაპირი ნდობა აქვთ გამოცხადებული. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ეს ნდობა გამართლებულია იმიტომ, რომ თქვენს მხარდაჭერაში არ შემცდარხართ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მგონი, სამი წელი არ სჭირდება სამი გადარიცხვის გარკვევას, რომელიც მარტივი ამოსახსნელია, არანაირი კავშირი არ აქვს დარღვევასთან. მით უმეტეს, ფულის გათეთრებასთან. ამ პროცესით დროებით მიაღწიეს ჩვენის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტის გაჩერებას, ანაკლიის პროექტი მაქვს მხედველობაში, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური, უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებდა.

ზიანს ვერ მოგვაყენებენ. ვერ შეგვაშინებთ, გავაგრძელებთ ბრძოლას, ავაშენებთ ანაკლიასაც და სამართლიან სახელმწიფოსაც”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები