ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართება
18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრში საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით. თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულებს ფრაგმენტებს ოპერებიდან.
სოლისტები: სოფიო გორდელაძე (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო) და გიორგი გოდერძიშვილი (ბანი).