საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და თანმდევი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს.
მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, კანონპროექტი საბაჟო კოდექსის გარკვეული ნორმების მოქმედების ვადის 2023 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, „საგადასახადო კოდექსში”, აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ხორციელდება ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებებიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.