გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” 2-პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის
“ქართული ოცნება” 2-პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არის”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება 2024 წლიდან ამოქმედდეს.
„გვინდოდა, მოგვესმინა საჯარო სივრცის გარეშე, რა უნდა „ქართულ ოცნებას”, რასაც გვეუბნებიან, 2- პროცენტიანი ბარიერის წინააღმდეგი არ არიან, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და მეორე – ეს ცვლილება რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან და გავრცელდეს 2028 წელზეც. მანამდე იყოს 1- პროცენტიანი ბარიერი და 120/30- ზე პრინციპი,” – განაცხადა ვაშაძემ.