ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენი პრიორიტეტია, ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით
“შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენი პრიორიტეტია”, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
ვარჰეის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით.
“დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებასა და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე გაკეთდა. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით”, – წერს ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი.
Today with PM @GharibashviliGe we focused on the implementation of our Economic&Investment Plan for #EasternPartnership and its Georgia flagships. Black Sea connectivity is a priority. #EU will also continue to help the region in fight against COVID-19 & provide more vaccines. pic.twitter.com/yFVqywTwOE
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) December 15, 2021