15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა

დღეს პოეტ ანა კალანდაძეს 97 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს  ჩოხატაურის რაიონის სოფელ  ხიდისთავში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით  -1946 წელს.
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ „მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. წლებში; მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
2006 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“, ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის;
1997 წელს – საქართველოს სახელმწიფო პრემია, პუბლიცისტიკის დრაგში; 1994 წელს – ღირსების ორდენი
1985 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, სიცოცხლის ბოლო წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის.
იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი;  თბილისის საპატიო მოქალაქე.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები