„ლექსო არ დაიკარგები“ – ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი ხალხური პოეზიის საღამოს – ,,ლექსო არ დაიკარგები” უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ სახლხო მთქმელები და მომღერლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ოსი და ქისტი ქალბატონები.
საღამოს უძღვებიან ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
პროექტი, ვახუშტი კოტეტიშვილის ინიციატივით, 1979 წელს დაიწყო და ის აღადგინა პოეტმა ეთერ თათარაიძემ. პროექტს მიენიჭა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელი.