თამარ სანიკიძე: შეუცვლელი ნამდვილად არავინ არ არის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ძნელია თქვა, ვინ მოიაზრა პრემიერმა საკუთარი განცხადების ფარგლებში. სანიკიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი აწარმოებს მონიტორინგს და მინისტრების მუშაობას აკვირდება.
“მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაშიც იყო გარკვეული ლოგიკა ჩადებული და რადგან თვითონ გადაწყიტა, მართლაც, ეს დროული იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, როგორც თვითონ თქვა, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მინისტრებზე, რამდენად კარგად გაართმევენ თავს, რამდენად ეფექტურები იქნებიან. რა თქმა უნდა, დააკვირდება, რომელმა მინისტრმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რომლის გადახალისება იქნებოდა უფრო სარგებლის მომტანი მინისტრთა კაბინეტში”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, გამორიცხული არაფერი არ არის და შეუცვლელი არავინაა.
“არ არის გამორიცხული ან ვიყო მე, ან იყოს სხვა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია. მან გარკვევით თქვა, რომ აგრძელებს მონიტორინგს და დაკვირვებას მინისტრების მუშაობაზე, რაც ნორმალურია, კარგი და საჭიროა. შესაბამისად, აქედან გამოჩნდება, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც მომავალში დატოვებენ, ან საერთოდ არ დატოვებენ, ესეც საკითხავია”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით, მას შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს და ამ კონტექსტში მორიგ საკადრო ცვლილებას არ გამორიცხავს.