„მეგობრები“ – საბავშვო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
19 დეკემბერს, 18.30 საათზე, გია ყანჩელის სახელობის ბაღში (არტოს ბაღი) – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში საბავშვო სპექტაკლის – „მეგობრები“ პრემიერა გაიმართება.
როგორც რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა „კვირას“ აცნობა, საბავშვო სპექტაკლი, რომლის ფაბულაც აგებულია ადამიანების და ცხოველების მეგობრობაზე, თბილისის მერიის დაფინანსებით დაიდგა.
სპექტაკლი ხელოვნების აკადემია „მართვეს“ თეატრ-სტუდიამ დადგა. პიესის ავტორია ეტლით მოსარგებლე შშმ პირი, მაია მარუაშვილი. სპექტაკლის რეჟისორია ლაშა გოგნიაშვილი, ხოლო ქორეოგრაფი – რომან ჯაჯანიძე.
დადგმაში ხელოვნების აკადემია „მართვეს” მოზარდთა თეატრ „თეატრალების“ მოსწავლე-მსახიობები მონაწილეობენ.
ლაშა გოგნიაშვილი:
„სპექტაკლში მონაწილეობენ მოზარდები – 11-დან 17 წლის ჩათვლით: სანდრო ასათიანი, თათე მაცაბერიძე, ილია აბუაშვილი, ანი ბიაშვილი, მარიამ ხოხაშვილი, ანი კუპრაშვილი, ნინო სხირტლაძე, ნიკოლოზ ჯუღელი, თეკლა ბუღაძე, თიკა კრაწაშვილი, ლიზი მაჩხაშვილი, კესო მაისურაძე, ანი ბერიაშვილი, მარიამ მაისურაძე, ანი ავაქიშვილი, ნატალია ფაღავა, ნინო ხარჩილავა, ელენე სვანიძე.
სპექტაკლზე მუშაობა საინტერესო პროცესი გამოდგა. მოზარდებს მოუწიათ ძაღლის ხასიათზე მუშაობა, მისი საქციელების მიგნება და მათი გამოყენება სცენაზე.
სპექტაკლში ისინი მღერიან, ცეკვავენ, დეკორაციას სურათების მიხედვით თავად ცვლიან. ყველამ თავისი საქმე იცის როგორც სცენაზე, ისე კულისებში. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო პროცესია. ბევრი მათგანისთვის ეს პირველი სპექტაკლია და რაც შეუძლიათ, ცდილობენ, იხარჯებიან.
ვფიქრობ, თავს და გაართმევენ შეიყვარებენ ამ საქმეს იმაზე მეტად, ვიდრე ახლა. წარმატებას ვუსურვებ მათ. ქორეოგრაფიულ ნამუშევრებს ბატონი რომან ჯაჯანიძე დგამს, უკვე ყველაფერი მზად აქვთ და თავდაუზოგავი და გულიანი მუშაობისათვის, დიდი მადლობა მას“.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. №103.