ჰონგკონგში, 38-სართულიან სავაჭრო ცენტრ Causeway Bay-ში ხანძარია.
South China Morning Post-ის ინფორმაციით, შენობაში 300 ადამიანია ბლოკირებული.
გაზეთის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით 12:37 საათზე გაჩნდა.
ადგილზე მაშველები იმყოფებიან, დაწყებულია ხალხის ევაკუაცია.
მედიის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის 160 ადამიანი უკვე ევაკუირებულია, თუმცა, ცენტრის შიგნით, რესტორნებში ხალხი ისევ რჩება.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა, მედია წერს, რომ საავადმყოფოში 60 წლის ქალი გადაიყვანეს, კიდევ სამი ცუდად გახდა.