„ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ – გამოფენა გაიხსნება
17 დეკემბერს, 16:00 საათიდან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „ბაია გალერეა“ უმასპინძლებს გამოფენას – „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საგამოფენო პროექტი „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვრის შემოქმედების კონტექსტში წარმოგვიდგენს მისი თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობ ნამუშევრებს, კერძო კოლექციებში დაცულ უნიკალურ მასალას, ქართული კულტურის რარიტეტებს. ასეთი აღმოჩენები ძალზე საინტერესოა ხელოვნებაში არსებული უცნობი მოვლენების კვლევის თვალსაზრისით და, ასევე ხელს უწყობს კერძო კოლექციების მნიშვნელობის წარმოჩენას, რადგან ხშირად სწორედ ისინი ქმნიან სამუზეუმო ინსტიტუციების ბაზას.
გამოფენაში მონაწილე მხატვრები: ელენე ახვლედიანი, პეტრე ბლიოტკინი, გიგო გაბაშვილი,ლადო გუდიაშვილი, ფელიქს ვარლამიშვილი, კირილე ზდანევიჩი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი, პეტრე ოცხელი, კორნელი სანაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ნიკოლაი სკლიფასოვსკი, ვერა ფაღავა, ბორის ფოგელი, დიმიტრი შევარდნაძე, ოსკარ შმერლინგი, ვასილ შუხაევი.
„ბაია გალერეა“ აგრძელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას კერძო კოლექციებში არსებული ხელოვნების ნიმუშების მიხედვით. 2019 წელს გალერეამ ამ მიმართულებით წამოიწყო ახალი პროექტი „მხატვარი და მისი ეპოქა“. პროექტი ითვალისწინებს ერთი მხატვრის შემოქმედებაზე ორიენტირებით, მისი მოღვაწეობის დროს მიმდინარე პროცესების წარმოჩენას.
გამოფენა 2022 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდება.