„სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა“ – ტარიელ ხარხელაურის ახალი კრებულის ონლაინწარდგენა
16 დეკემბერს, 19.00 საათზე, ფეისბუქის პირდაპირი ეთერის მეშვეობით, ტარიელ ხარხელაურის ახალი წიგნის: „სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა“ წარდგენა გაიმართება
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნში შესულია ბოლო წლებში შექმნილი სრულიად ახალი ლექსები.
წიგნის რედაქტორია: მარინე ხარხელაური;
ტექნიკური რედაქტორი: გიორგი ფარეშიშვილი;
კორექტორი: ქრისტინე რეხვიაშვილი;
წიგნის გამოცემის ინიციატორია: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი და ლუკა კავთელიშვილი.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთანავე გაიმართება წიგნის საჯარო წარდგენაც, სადაც ყველა მსურველს შეეძლება დასწრება და წიგნის მიღება.
ონლაინწარდგენა პრემია „ფაზისის“ ფეისბუქის გვერდზე გაიმართება.
https://www.facebook.com/premiafazisi