ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ით, ხოლო გარდაცვალების 10%-ით შემცირდა

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 4 000 817 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 29 ნოემბერი-5 დეკემბერთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

ასევე, 6-12 დეკემბერს ვირუსს 46 961 პაციენტი შეეწირა, რაც 29 ნოემბერი-5 დეკემბერთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

გამოვლენილი ინფიცირების 65%, ხოლო გარდაცვალების 60% ევროპის რეგიონზე მოდის.

ამასთანავე, ევროპის რეგიონში 29 ნოემბერი-5 დეკემბერთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, ხოლო ლეტალობის – 3%-ით.

ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში 111%-ით; ამავდროულად, გასულ კვირას შესამჩნევად ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკაში 10%; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 10% და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 7%.

სიკვდილიანობა გაიზარდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 4%-ით; მაგრამ შემცირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 50%-ით; ამერიკაში 14%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 3%-ით და აფრიკაში – 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები