ქართული ანიმაციური ფილმი – „მიტოვებული სოფელი“ სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი” (პროდიუსერი მარიამ კანდელაკი)  სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე (იტალია) დააჯილდოვეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორის ანიმაციურმა ფილმმა მანფრედო მანფრედის ჯილდო მიიღო.
ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია – ადამიანის მეტაფორაა, რომელმაც დაივიწყა სიყვარული. ფილმში წარმოდგენილია უსიყვარულობის შედეგად განადგურებამდე მისული სამყარო.
„მიტოვებული სოფელი”, კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა” და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით, 2018 წელს არის გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები