შალვა პაპუაშვილი: როგორც სააკაშვილი ვერ აღიარებს რეალობას, რომ ციხეშია, ისე – “ნაცმოძრაობა” იმას, რომ ოპოზიციაში არიან

“ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი მიდგომებიდან გამომდინარე, ამას პერსპექტივა არ ექნება”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი კითხვას, ჩაერთვება თუ არა „ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ინკლუზიურ პროცესში.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს, რომ ისინი ოპოზიციაში არიან.

„პრობლემა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ვერ ეგუება საკუთარ პოზიციას, როგორც ოპოზიციაში მყოფი ძალისა, არ აღიარებენ რეალობას. ეს არის მთავარი პრობლემა. როგორც მიხეილ სააკაშვილი ვერ აღიარებს რეალობას, რომ ის იმყოფება ციხეში, ისე – „ნაციონალური მოძრაობა” ვერ აღიარებს რეალობას, რომ არიან ოპოზიციაში. ამიტომ, როგორც კი აღიარებენ რეალობას, როგორც კი აღიარებენ ხალხის ნებას და კანონის ნებას, იმ მომენტშივე ყველაფერი დალაგდება. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა” დავარწმუნოთ, რომ აღიარონ რეალობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები