გიორგი ამილახვარი: სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს, ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა დაზარალებულს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შერიგებაზე ლაპარაკი შესაძლებელი
“მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იმისთვის, რისთვისაც გასამართლებულია. ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა დაზარალებულ ადამიანს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვრი აცხადებს.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგაა შესაძლებელი შერიგებაზე საუბარი.
„თუ სამართლიანობა აღდგება, შერიგებაზე ლაპარაკიც შესაძლებელი იქნება. ეს სამართლიანობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იმისთვის, რისთვისაც ის გასამართლებულია. ბოდიში უნდა მოუხადოს ყველა დაზარალებულ ადამიანს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შერიგებაზე ლაპარაკი შესაძლებელი“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.