აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა შეძლებს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში წინსვლას, თუ ორგანიზაციის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
ამის შესახებ დიპლომატმა NBC-თან ინტერვიუში თქვა.
“ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ ის ღიაა უკრაინასა და საქართველოსთვის, თუ ისინი გააგრძელებენ წევრობაზე განაცხადს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ეს მათ საკითხის გადაწყვეტასთან მიუახლოვებს”, – თქვა მან.