ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსსამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მხარეები შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები