საქართველოს, ლიეტუვას, მოლდოვის, პოლონეთისა და უკრაინის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს, პოლონეთის, ლიეტუვას, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა და კომიტეტების წევრებმა. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის გასაღრმავებლად და უსაფრთხოების განსამტკიცებლად გადასადგმელი ერთობლივი ნაბიჯები განიხილეს.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის, გადაწყდა, რომ, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა ქ. კიევში, უკრაინაში გაიმართება. ასევე, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დაიგეგმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იქნებიან, ბალტიისა და ვიშეგრადის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. შეხვედრისას, საპარლამენტო დონეზე აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა ბრიუსელსა და ვაშინგტონში ერთობლივი მაღალი დონის ვიზიტები დაიგეგმოს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ერთობლივად იმუშაონ, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მოგერიების საკითხებზე. ონლაინ-შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და კომიტეტის წევრი – გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები