ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ გორის ჰოსპიტალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე შეხვდა.

ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი მეუფე იაკობის ქადაგებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ შერიგება ეკლესიაში უნდა შედგეს.

“მას შეუძლებლად მიაჩნია – ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის – როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ სასაუბროდ”, – ამბობს ხერხეულიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები