გია ვოლსკი: თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის

“თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად ინკლუზიური პროცესი უნდა დაიწყოს.

ვოლსკის თქმით, შერიგების ხაზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე არ უნდა გადიოდეს.

„არასდროს არ გვითქვამს უარი ისეთ საკითხზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნასა და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის, რომ შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, დანაშაულის პატიებაზე ისე, რომ თვითონ არ აღიაროს, რიგგარეშე არჩევნებზე, გადადგომასა და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე. ამ საკითხზე უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ პათოსი ეგ არის – დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. ამას არ გავაკეთებთ, თუ შევრიგდებით – ეს არის ულტიმატუმი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები