მაია ბითაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და კლიმატის საკონსულტაციო ეროვნული გუნდის ონლაინ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებისა და კლიმატის საკონსულტაციო ეროვნული გუნდის ონლაინ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები კლიმატის დაფინანსების უფრო ინტეგრირებული მიდგომის დანერგვის თაობაზე, რათა უფრო ეფექტური და მდგრადი შედეგების მიღწევა გახდეს შესაძლებელი.

მაია ბითაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გეგმები საკანონმდებლო ცვლილებებისა და საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, ასევე, განსაზღვრა მომდევნო წლების პრიორიტეტები, რომლებიც, როგორც კომიტეტის თავჯდომარემ განაცხადა, სრულ თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან. მან ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია როგორც მთავრობის, ასევე, ეკონომიკური სფეროს სხვა წარმომადგენლების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„კლიმატის ცვლილება პრიორიტეტულია ჩვენი კომიტეტისთვის და წარმოადგენს კომიტეტის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს მიმდინარე 4 წლის განმავლობაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა. სწორედ ამ მიზნით კომიტეტმა ბიზნეს სექტორის მონაწილეობით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და ხელშეწყობით ბიზნესის წახალისების სხვადასხვა მექანიზმის შემუშავება, რომლებიც ამ დარგის მდგრად განვითარებას დაეხმარება,”- განაცხადა მაია ბითაძემ. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრაც, სადაც, როგორც აღინიშნა, ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი დისკუსიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები