ანა ბუჩუკური – პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალიან რთულად წარმომიდგენია ამაზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ იდეა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია

“ძალიან რთულად წარმომიდგენია ამაზე საუბარი”, – ასე გამოეხმაურა “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომელიც ინკლუზიური პროცესების დაწყებასა და მასში საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს.

მისივე თქმით, აღნიშნულთან მიმართებით შედეგობრივი მოლოდინი არ აქვს.

“ძალიან რთულად წარმომიდგენია ამაზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ იდეა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც კონსტიტუციურად მისი თანამდებობა ფაქტობრივად არის პოლიტიკური არბიტრი, შეიძლება, ასეც ითქვას. მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგობრივად მოლოდინი არ მაქვს“, – ამბობს ანა ბუჩუკური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები