სააკაშვილის ადვოკატი: მეუფე იაკობის განცხადებაზე საუბარი არ გვქონია, მესამე პრეზიდენტის პოზიცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი
“ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მეუფე იაკობის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, თემასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია, ამასთან დაკავშირებით პოზიცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვფიქრობ, შერიგებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ღირსეული პოზიცია დააფიქსირა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე და მგონია, რომ შესაძლებელია სხვა სუბიექტების ჩართვა, ვისაც გარკვეულწილად შეუძლია დადებითი ეფექტის მოხდენა ამ პროცესზე”, – აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა: “თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების – ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით”.