ვლადიმერ ხეთაგუროვის ბიოგრაფიული წიგნის – „შეწყვეტილი ცეკვა“ წარდგენა გაიმართება

13 დეკემბერს, 19:00 საათზე,  ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, ოსი საზოგადო მოღვაწის, ქორეოგრაფის და მოცეკვავის, ვლადიმერ ხეთაგუროვის ბიოგრაფიული წიგნის – „შეწყვეტილი ცეკვა“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვლადიმერ ხეთაგუროვმა საფუძველი ჩაუყარა ოსურ ქორეოგრაფიას, დიდი ამაგი დასდო ოსური და, ზოგადად, კავკასიური ცეკვის განვითარებას. სახელგანთქმული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „სიმდისა“ და ცხინვალის თეატრის შექმნა-განვითარებაც მის სახელს უკავშირდება.
წიგნი გამოცემულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის EUMM მხარდაჭერით. მასში გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები. წიგნის რედაქტორია ირინე გოჩაშვილი.
წარდგენაზე დასწრება შესაძლებელია ე.წ. მწვანე პასპორტის, PSR-ტესტის (ბოლო 72-საათიანი პერიოდის) ან სწრაფი ტესტის (იმავე დღს) პასუხის წარდგენის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები