მიხეილ სარჯველაძე – შერიგებაზე: აუცილებელი არაა რაღაც ახალი ფორმატების გამოგონება, პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ინიციატივებს აყენებენ, მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოავლინონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ პოლიტიკურ მხარეებს შერიგება სურთ, პირველ ყოვლისა, საზოგადოების წინაშე მეტი კონსრტუქციულობა უნდა გამოიჩინონ. ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა პოლიტიკური შერიგების ახალი ფორმატის შემუშავების საკითხზე საუბრისას განაცხადა

„თუ ვინმეს რეალურად სურს, რომ შერიგებისკენ, მეტი დიალოგისა და კომუნიკაციისკენ წაიყვანოს დაპირისპირებული მხარეები და მეტი იზრუნოს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისთვის, ამისთვის აუცილებელია არა რაღაც ახალი ფორმატების გამოგონება და ვინმესთვის ცოტა უცნაური და უხერხული ფორმების შეთავაზება, არამედ, მნიშვნელოვანია, რომ იმავე პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ინიციატივებს აყენებენ, მეტი კონსტრუქციულობა გამოავლინონ საზოგადოების წინაშე“, – აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები