თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა.  ქართული პანორამის სექციაში  „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო მხატვრული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური კინოს ნომინაციებში გაიცა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა სოსო ბლიაძის ფილმმა – „ოთარის სიკვდილი“. დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში „ოქროს პრომეთე“ ორმა რეჟისორმა მიიღო – სალომე ჯაშის ფილმმა „მოთვინიერება” ასევე, თათია სხირტლაძის და ანა ხაზარაძის ფილმმა – „დიდება დედოფალს“.

ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში  გაიმარჯვა მირანდა ნამიჭეიშვილის ფილმმა „ტვირთი“.
ჟიურის სპეციალური პრიზი – „განსაკუთრებული აღნიშვნა” გადაეცათ:
სამსახიობო გუნდი – „პაპანაქება“ / რეჟისორი: თორნიკე გოგრიჭიანი;
განათება და კამერა – „სასტუმრო მირაჟი“ / რეჟისორი: გურამ ბაქრაძე;
ლევან თედიაშვილი, მსახიობი – „მეოთხე ბრაიტონი“ / რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი;
მარინე ყუბანეიშვილი , მსახიობი – „რატომ ვართ ერთად“ / რეჟისორი: ილო ღლონტი;
„სველი ქვიშა“ / რეჟისორი: ელენე ნავერიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები