ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას გამოაქვეყნებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას გამოაქვეყნებს.

მისივე თქმით, ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით დეტალურად შეისწავლა პაციენტის საქმე.

­ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა მრავალმხრივი პრობლემები არის, რომელსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ საკითხზე მაინცდამაინც ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ძალიან მალე ვეცდებით, რომ ჩვენი დასკვნა იყოს.  ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა  აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები