პროდიუსერ უილიამ ფეისთან შეხვედრა გაიმართება
10 დეკემბერს, 16:00 საათზე, „თიბისი კონცეპტისა“ და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობის ფარგლებში, ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის, უილიამ ფეის მასტერკლასი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე უილიამი ისაუბრებს მცირე და დიდბიუჯეტიანი ფილმების წარმოებაზე.
უილიამ ფეი Legendary Pictures-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი იყო. მან 25- წლიანი კარიერის მანძილზე ბევრ ისეთ ცნობილ ფილმზე იმუშავა პროდიუსერად, როგორებიც არის: “The Patriot”, “Independence Day,” “Clash of the Titans” და “The Hangover“. Legendary Pictures-მა ასევე გამოუშვა The Dark Knight” და “Inception”, რომელიც ნომინირებული იყო 8 „ოსკარის“ ჯილდოზე, საიდანაც 6-მა ჯილდო მოიპოვა.
დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია www.conceptevents.ge-ზე,
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია კოვიდპასპორტი, ბოლო 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის ან სწრაფი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.
შეხვედრა ჩატარდება „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში, მარჯანიშვილის №7.