მაია ბითაძე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელს იან ბლინკას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც კარიტასი საქართველოში ახორციელებს ჯანდაცვის, სოციალურ, სოფლის მეურნეობის სფეროში. იან ბლინკამ ისაუბრა ორგანიზაციის ჩართულობაზე ნარჩენების მართვის პროექტებში და ამ მიმართულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გაწეული ინფრასტრუქტურული დახმარების თაობაზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ორგანიზაცია ჩართულია კომიტეტის თემატურ მოკვლევაში „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა”. სტუმარმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებით პროექტებში ჩაერთვებიან ექსპერტების მონაწილეობით და დაეხმარებიან საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. შეხვედრაზე ისაუბრეს ცირკულარული ეკონომიკის შეახებ.