ზახაროვა: ევროკავშირი უკრაინის მილიტარიზაციაში ჩაერთო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის მილიტარიზაციას შეუერთდა.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„2 დეკემბერს ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო ძალებისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების სახით 31 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს ტექნიკური დახმარება არანაირად არ უწყობს ხელს დონბასში მშვიდობას. ამ ფონზე, მოლაპარაკებები მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, პრაქტიკულად, ჩიხშია შესული“, – თქვა მან.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ 7 და 8 დეკემბერს ჩატარებული, საკონტაქტო ჯგუფისა და სამუშაო ქვეჯგუფების რეგულარული შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

„მინსკის ზომების პაკეტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, კიევის რეჟიმი უბრალოდ პროცესის იმიტაციით არის დაკავებული, თავს არიდებს პირდაპირ დიალოგს დონეცკსა და ლუგანსკთან და ცდილობს, უკრაინაში კრიზისს მოგვარების პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს, რომელიც, შეგახსენებთ, არის შუამავალი სამშვიდობო პროცესში“, – დაასკვნა მან.

გარდა ამისა, ზახაროვამ ევროკავშირი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, ბლოკი რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის მხარედ წარმოაჩენს.

„ევროკავშირი, ფაქტობრივად, არა მხოლოდ არ უწყობს ხელს დონბასში მშვიდობას, არამედ უბრალოდ ამძიმებს სიტუაციას და ცდილობს, რუსეთი წარმოაჩინოს, როგორც კონფლიქტის მხარე“, – განაცხადა მან და დასძიან, რომ „ეს ყველაფერი უპასუხისმგებლობაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები