„H2 S04 და 1920-იანი წლების სახელოვნო ჯგუფის პროგრამა“ – საჯარო ლექცია გაიმართება
15 დეკემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი უმასპინძლებს საჯარო ლექციას – “H2 S04 და 1920-იანი წლების სახელოვნო ჯგუფის პროგრამა”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციას გაუძღვება ირინე ჯორჯაძე. იგი არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებით. მუშაობს სახელოვნო განათლებისა და XX საუკუნის დასაწყისის ხელოვნების კვლევის მიმართულებით. არის გაზეთ დანართის თანარედაქტორი.
ქართულ ავანგარდულ გამოცემებს შორის H2SO4-ის გამორჩეულ ადგილს, არა მარტო მიმდინარეობათა მრავალფეროვნება, საინტერესო ტიპოგრაფია და ექსპერიმენტული პოეზია, არამედ, პირველ რიგში, ზემოთ ჩამოთვლილის რადიკალურ პროგრამად მონტაჟის პრინციპით აწყობის მცდელობა განსაზღვრავს.
ამ პროგრამის განხილვასთან ერთად მოხსენება შეეხება ჯგუფის და, ზოგადად, ქართული ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურის, ბენო გორდეზიანის შემოქმედებას, კვლევასა და თანადროული სახელოვნო და ლიტერატურული ჯგუფების, ასევე თეორიული და სახელოვნებათმცოდნეო ტექსტების კრიტიკას.