ლევან იოსელიანი: პარტიული შერიგების არ მჯერა
“პარტიული შერიგების არ მჯერა”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შერიგების მომხრეა, რადგან ამ შემთხვევაში იქნება დღის წესრიგი, რაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.
“პარტიული შერიგების არ მჯერა, მჯერა – ადამიანების შერიგების, თუ ადამიანები შერიგდებიან, შესაძლებელია, ამას სხვა სახის შერიგებაც მოჰყვეს. შერიგებას წინ უნდა უძღვოდეს რაღაც წინაპირობები, რომელიც მხარეებს ნაბიჯებს გადაადგმევინებს, რასაც ვერ ვხედავ. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან ისე არიან დაპირისპირებული, როგორც აქამდე იყო. ზიზღისა და სიძულვილის ენა მათ გამოსვლებში ისევ არის. შერიგებას პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, მომხრე ვარ, რომ შერიგება იყოს. შერიგება იმას არ გულისხმობს, რომ პოლიტიკური ლიდერები ხელიხელჩაკიდებულები ივლიან, რაღაც კონსტრუქციული ოპონირებისა და საქმიანობის რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი და მხოლოდ ლანძღვა არ იქნება. იქნება რაღაც დღის წესრიგი, რაც ორიენტირებული იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.