“მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები” – “ნაცმოძრაობა” მზადაა, რეგიონებში საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის წევრებს დაუჭიროს მხარი

“ნაციონალური მოძრაობა” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი.

“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, რათა საკრებულოებში ოპოზიციურმა საკრებულოებმა სრულფასოვნად შეძლონ.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოპოზიციურმა საკრებულოებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა. ,,ნაციონალური მოძრაობა,, სოლიდურად იქნება წარმოდგენილი ყველა საკრებულოში, მათ შორის, საკვანძო თანამდებობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის, რომლებიც არიან წარმოდგენილი საკრებულოში, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. გუშინ გაკეთდა შეთავაზება, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მზადყოფნა და, ბუნებრივია, უკვე დაიწყება შესაბამისი კონსულტაციებიც”, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები