ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაიკითხებიან
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დაიკითხებიან. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
გასულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.