„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და ილუსტრაციის ფესტივალი
13 და 14 დეკემბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეას“ გალერეაში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი, რომელთა ნამუშევრები ორიგინალებისა და რეპროდუქციების სახით საგამოფენო სივრცეში ჯგუფურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი.
პრინტები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია ასევე გამოიფინება ერთობლივ სტენდებზე. ფესტივალის ფარგლებში მომზადდა კატალოგი, რომელიც 45 ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს.
ფესტივალის მსვლელობისას, იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ძველი და ახალი თაობის ილუსტრატორებთან სურათებიანი წიგნების თემაზე. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ნამუშევრების ორიგინალები და ხელმოწერილი რეპროდუქციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია.
ფესტივალის პროგრამა:
13 დეკემბერი, 11:00 – 21:00
17:00 – კატალოგის წარდგენა;
18:00 – შეხვედრა ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან. მოდერატორი: ნიკი თარხან-მოურავი;
19:00 – გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში — შეხვედრა ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან, მოდერატორი: დათო სამნიაშვილი;
20:00 – ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკის ლაივი.
14 დეკემბერი, 11:00 – 20:00
14:00 – შეხვედრა ილუსტრატორ ოლესია თავაძესთან, მოდერატორი: ზაზა აბზიანიძე;
17:00 – გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნის, „ქართული მითიური პერსონაჟები“ წარდგენა და საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე. წარმდგენი: თამარ ლონდარიძე;
18:00 – ია გაბუნიას ახალი წიგნის „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაცია. მოდერატორი: ნინო ძანძავა;
19:00 – გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან.
არსებული რეგულაციით, საფესტივალო ღონისძიებებზე დასასწრებად, „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავალდებული არ არის. ფესტივალი ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით.
მისამართი: დოდო აბაშიძის ქ.10, თბილისი.