პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესა და შვილთან ერთად, ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესა და შვილთან ერთად, ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის, ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ფრიდონ სულაბერიძეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფრიდონ სულაბერიძემ მთელი ცხოვრება კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.
პრემიერმინისტრთან ერთად, ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი – კახი კალაძე და ვიცეპრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი მეუღლეებთან ერთად.