ამირან გამყრელიძე ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს – “მათი აცრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია”
“ორსულ ქალბატონებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – გრიპისა და კოვიდის ვაქცინით მათი აცრა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან “ომიკრონზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი შტამი გამოჩნდა, ყოველდღიურად 2 ათასი შემთხვევა იყო, ახლა კი ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევაა. ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ახალი შტამი, „ომიკრონი“ კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს და არ ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორც კლასიკურ და შემდგომ მუტირებულ შტამებს – სუნისა და ყნოსვის დაკარგვა, ის ძირითადად მიმდინარეობს სურდოს სიმპტომებით, მაგრამ აქვს მაღალი რეინფიცირების რისკი. ორსულ ქალბატონებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – გრიპისა და კოვიდის ვაქცინით მათი აცრა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.