როგორ გამოიყურება გერმანიის მთავრობა – შოლცის მთავრობის მინისტრებმა ფიცი დადეს

გერმანიის ფედერალური ახალი კანცლერის, ოლაფ შოლცის შემდეგ, ქვეყნის ბუნდესტაგში ფიცი მისი მთავრობის მინისტრებმაც დადეს. მთავრობის პირველი სხდომა უკვე დღეს საღამოს გაიმართება.

63 წლის ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს 16 მინისტრი წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის მთავრობა სამი პარტიის მიერ არის დაკომპლექტებული, მინისტრების პორტფელები სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლების მიერ არის განაწილებული.

კერძოდ, სოციალ-დემოკრატები(რომელსაც ასევე შოლცი წარმოადგენს) არიან წარმოდგენილი შს მინისტრით, სწორედ ნენსი ფეზერი გაუძღვება ქვეყნის სამართაოლდამცავ უწყებას; ასევე, პარტიას წარმოადგენს შრომის მინისტრი – ჰუბერტუს ჰეილი; ჯანდაცვის მინისტრი – კარლ ლაუტერბახი; თავდაცვის მინისტრი – კრისტინა ლამბრეხტი; ეკონომიკური განვითარების მინისტრი- სვენია შულცე; მშენებლობის მინისტრი – კლარა ჰეივიცი და სპეციალური დავალებების მინისტრი, კანცლერის დეპარტამენტის უფროსი – ვოლფგანგ შმიდტი.

პარტია “კავშირი 90/ მწვანეები”-დან მთავრობაში მოხვდნენ: ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-კანცლერი – რობერტ ჰაბეკი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანნალენა ბერბოკი; სოფლის მეურნეობის მინისტრი – ჯემ ოზდემირი; გარემოს დაცვის მინისტრი – შტეფი ლემკე და ოჯახის საქმეთა მინისტრი – ანა შპიგელი.

“თავისუფალი დემოკრატიულ პარტიას” წარმოადგენენ: ფინანსთა მინისტრი – კრისტიან ლინდნერი; იუსტიციის მინისტრი – მარკო ბუშმანი; განათლების მინისტრი – ბეტინა სტარკ-ვაცინგერი და ტრანსპორტის მინისტრი – ვოლკერ ვისინგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები