დიმიტრი ხუნდაძე: ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ეპიდემიის დასრულების პროგნოზს არასახარბიელოს ხდის

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ეპიდემიის დასრულების პროგნოზს არასახარბიელოს ხდის.

„ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ეპიდემიის დასრულების პროგნოზს არასახარბიელოს ხდის. ალბათ, უფრო განგრძობადი იქნება ეს პროცესი. თუმცა, ამაშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა მოვახდინოთ და ავუხსნათ, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც იქნება არასახარბიელო. ამაზე იხარჯება ძალიან დიდი თანხები, როცა ეს თანხები შესაძლოა გამოვიყენოთ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, განვითარებისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურასა და სპორტისთვის, თვითონ ჯანდაცვაშიც და არა ის, რომ ჩვენ უკვე მერამდენედ გვიწევს რამდენიმე ასეული მილიონის დამატება, რომ ეს პროცესი სწორად ვმართოთ. გარდა ამისა, ეს უკვე სამედიცინო სექტორისთვის შესაძლებლობის ზედა ზღვარია. ამიტომაც მოსახლეობასთან უნდა შევძლოთ ვიყოთ ახლო კონტაქტში, რომ დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები