მიხეილ სარჯველაძე: ვინ შეიძლება, იყოს ისტორიის სახელმძღვანელოში შეყვანილი, თუ არა სწორედ ბიძინა ივანიშვილი

ვინ შეიძლება, იყოს ისტორიის სახელმძღვანელოში შეყვანილი, თუ არა სწორედ ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი მასშტაბის ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ძნელი სანახავია.

“რასაკვირველია, მის მიერ განხორციელებული უზარმაზარი ქველმოქმედება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე პერიოდში, იმსახურებს დაფასებასა და პატივისცემას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, პარტია “დროა” მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. როგორც პარტიაში განმარტავენ, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები