გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად, ის უკვე თვითიზოლაციაშია გადასული.
გაერო-ს 72 წლის ხელმძღვანელს COVID-19 სხვა თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც ასევე ადრე დაუდგინდა ინფექცია.
ამასთან, გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ ვაქცინის მესამე დოზაც მიიღო.
მედიის ინფორმაციით, გუტერეში უახლოეს დღეებში გეგმავდა მონაწილეობას გაერო-ს პრესის ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებაში და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ტერორიზმისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.