„ომიკრონმა“ შესაძლოა, პანდემიის დასასრული დააჩქაროს – მეცნიერების ვარაუდი

მეცნიერების ერთი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ  „ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა, პანდემიის დასასრული იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. თეორიის შესახებ რამდენიმე სპეციალისტმა მედიასთანაც ისაუბრა, მათ შორის – მეცნიერ-მკვლევარმა, ჰუმან ჰემათიმ.   როგორც მან „ფოქსნიუსთან” განაცხადა, ახალი შტამი უფრო მეტად გადამდები ჩანს, თუმცა, ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე უამრავი ადამიანი დაავადდება, მაგრამ გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რაც მათ სამომავლო ინფექციებისგან დაიცავს.

„ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ყოველთვის არის შანსი, რომ ახალი შტამი  უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე აქამდე გვქონია. ჯერჯერობით,  მხოლოდ ანგარიშები გვაქვს სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა,  თუ შტამი ჰიპოთეტურად არ იწვევს მძიმე დაავადებას და, მეორე  მხრივ, ვრცელდება ძალიან სწრაფად და ამით ყველა ავადდება, ძალიან რთული იქნება დაინფიცირებისგან თავის არიდება.

შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, თუ არა აბსოლუტურად ყველა, დაავადდება ვირუსის მსუბუქი ვერსიით, თუმცა, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებითაც, თუ სამომავლოდ რამე სხვა უფრო მომაკვდინებელი ვარიანტი გამოჩნდება, ვირუსისგან დაცული იქნება”, – განაცხადა ჰემათიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები