სანდრო რაქვიაშვილი: მზაობას ვერ ვხედავ ვერც „ნაცმოძრაობიდან“ და ვერც „ქართული ოცნებიდან“, რომ შერიგება მოხდეს
“ამ მომენტისთვის მზაობას ვერ ვხედავ ვერც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ვერც „ქართული ოცნებიდან“, რომ შერიგება მოხდეს”, – ამის შესახებ გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, შერიგების ინიციატივას გარკვეული ულტიმატუმი აქვს.
„არ მჯერა შერიგების შეთავაზების გულწრფელობის მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შერიგების ინიციატივას გარკვეული ულტიმატუმი მოჰყვა, რომ თუ ეს არ გაკეთდება, დაგამარცხებთ და ა.შ. ამ მომენტისთვის მზაობას ვერ ვხედავ ვერც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ვერც „ქართული ოცნებიდან“, რომ შერიგება მოხდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.