„ფოტოები სამცხე-ჯავახეთიდან (ვანის ქვაბებისა და თმოგვის ციხის დიგიტალიზაციის პროექტი)“ – ვირტუალური გამოფენა
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს ვირტუალურ გამოფენას სახელწოდებით: „ფოტოები სამცხე-ჯავახეთიდან (ვანის ქვაბებისა და თმოგვის ციხის დიგიტალიზაციის პროექტი)“.
მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის შედეგად შეიქმნა 100 მაღალი რეზოლუციის ფოტო (50 თმოგვის ციხე – 50 ვანის ქვაბები), თუმცა, ფოტოგრაფის კეთილი ნებით, დაემატა დამატებითი მასალა, რომელიც ასახავს ზედა თმოგვის ციხეს.
წარდგენილი პროექტი მოიზარებს კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის: ვანის ქვაბებისა და თმოგვის ციხის შენარჩუნებას, დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას – დოკუმენტური ფოტომასალის შექმნის გზით.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“.
ფოტოგრაფი: გიორგი მაღრაძე; პროექტის მენეჯერი: ნუცი კაჭახიძე.
მძიმე პანდემიური ვითარების გამო პროექტის პოპულარიზება განხორციელდა ონლაინპლატფრომა: artsteps-ის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ინოვაციური მიდგომაა გამოფენის მოწყობის კუთხით.
https://www.artsteps.com/…/61a9e132c58d10a7d…/560/315…