გია ვოლსკი: კონკრეტული პოლიტიკური პარტიები გრძნობენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შედუღაბება სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ რეიტინგს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, კონკრეტული სუბიექტები გრძნობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დგომა მათ რეიტინგს აზარალებს.

“კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, სუბიექტები გრძნობენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ მათი შედუღაბება სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ რეიტინგს და რიცხვები ამას გვიჩვენებს. აქედან გამომდინარე, უკუსვლა, რასაკვირველია, საჭიროა – ასე ჩათვალა კონკრეტული პარტიის ლიდერმა და ვფიქრობ, სწორედ ამ უკუსვლას ახორციელებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობს, რომლებსაც მომავალი აქვთ. ასეთებად კი ხაზარაძე ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს მიიჩნევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები