“უწყებებში უჭირდათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება”

სამწუხაროდ,  ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული დამღა დაესვა ინსტიტუტებს და მათ დამოუკიდებლობას.  ხშირ შემთხვევაში მინისტრები დამოკიდებული იყვნენ პრემიერ-მინისტრზე, ან წინა შემთხვევაში, პრეზიდენტზე.  შესაბამისად, ყოველთვის  დავალებებს ელოდებოდნენ,  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ტელეიმედის“  გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
„ასე იყო სამწუხაროდ ჩემს შემთხვევაშიც. უწყებებში უჭირდათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ხდებოდა. ვინაიდან ისინი დამოკიდებული იყვნენ კონკრეტულად ერთი ადამიანის მითითებებზე, მის ბრძანებებზე,  მთელი რიგი საკითხები ჰაერში იყო ჩამოკიდებული და ვერ წყდებოდა ისინი დროულად.  გადაწყვეტილების დროულად, ოპერატიულად მიღება კი  განსაზღვრავს ამა თუ იმ უწყების ეფექტურობას.  მე ამაზე ყოველთვის ვსაყვედურობდი და ვსაყვადურობ მინისტრებს, იმისთვის,  რომ იყვნენ უფრო გაბედულები, უფრო რისკიანები,  ვინაიდან მთავარი ჩვენი ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას  მეტი გავუკეთოთ. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ძალიან ბევრი ვიფიქროთ““, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები