გიორგი ტყემალაძე: წარმოდგენილია შემადგენლობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს 4-წლიანი წარმატებული საქმიანობა თბილისის მთავრობაში
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. აღნიშნულს თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა.
“მთავრობა წარმოდგენილია შემადგენლობით, რომელსაც ზურგს უმაგრებს 4-წლიანი წარმატებული საქმიანობა თბილისის მთავრობაში. ეს ადამიანები არიან გამოცდილები, საკრებულოს უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს”, – აღნიშნა ტყემალაძემ.