ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გუშინ, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, დღის მანძილზე აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.